21.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-05-26  
18:20:52

იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს

By: Admin
2022-03-25 12:18:47
204

იაპონიამ გააფართოვა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

ამრიგად, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირზე იქნა გამოყენებული.

კერძოდ, სანქციები შეეხება:

  • პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილებს;
  • პუტინის ყოფილი თანაშემწე, სახელმწიფო კორპორაცია "გარე ეკონომიკური განვითარების ბანკის" ხელმძღვანელი იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი;
  • რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი;
  • ოლიგარქების ბორის და არკადი როტენბერგების ნათესავები;
  • რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ნათესავები;
  • სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.

ამ პირებს ექვემდებარება ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა აქტივების გაყინვა და სხვა.

გარდა ამისა, იაპონიამ 81 რუსული კომპანიის პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. ესენი არიან, საავტომობილო და გემთმშენებლობის ქარხნები და ელექტრონიკის მწარმოებლები.

იაპონიამ ასევე გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციები, აკრძალა, კერძოდ, ფუფუნების პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.

Share