22 მარტს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაამტკიცა:
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით ერთიანად დასაფინანსებლად, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, პირველად ხდება მსოფლიო ბანკის დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში.
„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის, რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. „მხოლოდ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალის ათვისებით, მომავალი თაობის მაღალი ხარისხის განათლებასთან წვდომით, და ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თანასწორი სერვისების მიწოდებით, შეძლებს საქართველო მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესი სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მისი ხალხისთვის.“
ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.
Share