21.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-05-26  
17:34:17

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

By: Admin
2022-01-28 17:28:39
204

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - upway შეემატა.

upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.

დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.

 

ახალმა რეალობამრომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილიადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენებისსურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრაჩვენ გვჯერარომ განვითარება ადამიანებისთვის არისბუნებრივი მოთხოვნილება - თვითაღმოჩენა არასდროს მთავრდება, upway-ის შექმნით კიახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს საინტერესო აღმოჩენებისკენვუბიძგებთ”, -  მარიკა აბულაძე, upway- თანადამფუძნებელი.

ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში. 

 

“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესისსრული შესაძლებლობების აღმოჩენაშიაუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება”, მარიშა გოგოლაური, upway- თანადამფუძნებელი

იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და  თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს  როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით. 

“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება აინტერესებსდა კურსების სელექციის გარდამათ არაერთ ღონისძიებასშეთავაზებასა  თუ აქტივობასგააცნობსრომელსაც  სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პლატფორმასეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის მუდმივადგანვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, მარიამ ცანავაupway- თანადამფუძნებელი

Share