21.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-05-26  
18:18:48

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.73 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.76%-ია

By: Admin
2022-01-25 17:15:31
204

2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.04 მლრდ ლარით, ანუ 1.75 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის პირველი იანვრისათვის 60.57 მლრდ ლარი შეადგინა.
 
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.73 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.76 პროცენტია.
 
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

Share