4.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-01-25  
17:28:36

2021 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით, რეისების რაოდენობა კი 63 %-ით აღდგა

By: Admin
2022-01-14 11:09:47
204

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 51% აღდგა.  2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,077 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი). 

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. დეკემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა და მოემსახურა 181 რეისს. ( 2019 წლის დეკემბერი - 289 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს. 

Share