5.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-01-25  
17:14:07

საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

By: Admin
2022-01-13 12:45:28
204

საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, 2021 წელს შემოსავლების 38% აღდგა. 

„საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა, 2019 წელთან შედარებით, ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38 პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58 პროცენტი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 პროცენტს აღემატება.

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1 881 271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 20 პროცენტია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7 პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31 პროცენტი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1 პროცენტს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51 პროცენტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი, 2019 წელთან შედარებით, 48 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Share