5.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-01-25  
17:09:52

სამგზავრო ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული შეცდომის გამო, აბონემენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდა

By: Admin
2022-01-09 13:46:32
204

სამგზავრო აბონემენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

 მათი თქმით, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებისას ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, რის გამოც ბარათის სწორი ვერსიის გაცემა ხვალიდან განახლდება. 

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.

აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share