3.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-01-25  
18:11:58

JPMorgan - ჩვენი შეხედულებაა,რომ 2022 წელი იქნება გლობალური პანდემიის დასასრული და ეკონომიკის აღდგენის წელი

By: Admin
2021-12-13 15:12:54
204

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ბანკში, JPMorgan-ში პროგნოზირებენ, რომ 2022 წელი პანდემიის დასასრულსა და გლობალური ეკონომიკის აღდგენას გამოიწვევს.

„ჩვენი შეხედულებაა,რომ 2022 წელი იქნება სრული გლობალური აღდგენის წელი, გლობალური პანდემიის დასასრული და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი, როგორიც გვქონდა პანდემიამდე“, - განაცხადა JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარმა ანალიტიკოსმა, მარკო კოლანოვიჩმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ბანკში იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი ეკონომიკის „ძლიერ“ აღდგენას გამოიწევევს, რაც მათივე თქმით, გლობალური მობილობის აღდგენით აღინიშნება. 

JPMorgan საფონდო ბირჟის მუდმივ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით. ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიის აქციების ფასი, სავარაუდოდ, 8%-ით გაიზრდება და S&P 500-ის ღირებულება 2022 წლის ბოლოს 5 000 დოლარს გადააჭარბებს.

აშშ-ის უმსხვილეს ბანკში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად აქცინების არსებობისა და ბუნებრივი იმუნიტეტისა, „ადამიანური ზარალი“ 2021 წელს უფრო დიდი იყო, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, ამასთანავე განმარტავენ, რომ წინ არის დაბრკოლებები. 

JPMorgan-ის მიერ გამოვლენილ რისკებში ერთ-ერთი ადგილს ევროპაა და აზიაში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა იკავებს, რაც მაღალი ინფლაციის ირგვლივ გაურკვევლობაში გამოიხატება.

Share