3.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-01-25  
18:52:18

1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება

By: Admin
2021-12-07 11:33:18
204

1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 - 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა  მხოლოდ  საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი.
 
"2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი  აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს." - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share