7.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-12-03  
14:25:33

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

By: Admin
2021-11-18 18:01:59
204

გერმანიის დაავადების  კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცამების თანახმად,  ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფქირდა.

მათი ცნობით, ქვეყანაში  65 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"ეს მაჩვენებლები სავარაუდოდ არ არის სრული და ინფექციების რეალური მასშტაბი შეიძლება იყოს ორჯერ ან სამჯერ მეტი,ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს" - განაცხადა „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ლოთარ ვილერმა.

გერმანიას აქვს ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაში, მოსახლეობის მხოლოდ 67%-ზე მეტი სრულად აცრილია.

ექსპერტების, თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ დონემდე აიწია.

Share