6.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-12-03  
14:05:08

2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით

By: Admin
2021-11-09 13:57:18
204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა დაახლოებით 10%-ის ოდენობით.-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭირო თანხები, ჯერ კიდევ გასულ წელს გაცემული დაპირების შესაბამისად აისახა 2022 წლის ბიუჯეტში.

Share