10.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-10-20  
23:49:07

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „ელპლუსი“ საქმიანობას აფართოვებს

By: Admin
2021-09-29 17:32:55
204

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„საქართველოს ბანკისა“ და „ელპლუსის“ პარტნიორობა 5 წელზე მეტია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია მუდმივად ავითარებს საქმიანობას და დღესდღეობით, უსაფრთხოების მიმართულებით, ქვეყანაში ლიდერია. ამასთან, „ელპლუსი“ „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაწილეცაა.

პროექტის ფარგლებში, „ელპლუსი“ კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ბიზნესის განვითარების გეგმებს ამუშავებს, როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ-ინტელექტულური კუთხით მხარდაჭერას, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, „ელპლუსს“ ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ „ელპლუსში“ შეიქმნა საქართველოში წარმოებული პირველი სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარი.

Share