10.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-10-20  
23:47:03

„შეხვედრები ახლებურად“ – „ლიბერთის“ ახალი პროექტი საქართველოს რეგიონებისთვის

By: Admin
2021-09-25 16:10:00
204

ლიბერთიმ  საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში  ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

„შეხვედრები ახლებურად"  ასე ჰქვია   ახალ პლატფორმას, რომლის  საშუალებით, ლიბერთი,   განსაკუთრებულ  შეხვედრებს უწყობს  უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.

პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის"  სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება.

„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?" -  ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის  საინტერესო ადამიანები  მათივე პასუხების მიხედვით   შეარჩია. მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს  თეატრმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ლიბერთისთან ერთად, შეხვედრების მასპინძელია.

ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა.  უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია.

ლიბერთის ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთას მცხოვრებლებმა  დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვეს, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ლიბერთის დახმარებით, „გარდენია შევარდნაძის"  მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა.

ლიბერთის ახალი პროექტი  „შეხვედრები ახლებურად"  საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის"  სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში ლიბერთი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ახლო მომავალში, არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

https://youtu.be/Ib0MZF-l6rQ    

Share