22.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-09-20  
00:33:31

100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის

By: Admin
2021-09-11 11:56:29
204

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს მეშვიდედ  გამოაცხადა. სულ შემოვიდა 246  განაცხადი, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 41 სტარტაპი გადავიდა.

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან  მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

  • Christopher Burry - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.
  •  
  • Gail Christine Gannon  - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი.  აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს  - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.

 

  • Mr. Frank Hannigan - სერბეთის ინოვაციების ფონდში საინვესტიციო კომიტეტის წევრი, არის 360 მილიონი ევროს ღირებულების სატელევიზიო, რადიო და ციფრული მედიის კომპანიის RTE- ს დირექტორი. მიღებული აქვს ბიზნესის ხარისხი დუბლინის უნივერსიტეტში Trinity College. არის ასევე საკონკურსო სასტარტო ფონდის ,,Enterprise Ireland“ შემფასებელი და საკონსულტაციო ჯგუფის ,,StrategyCrowd“ დამფუძნებელი.  აქვს სექტორული გამოცდილება
  • ინდუსტრიასა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. არის EBRD - ის საერთაშორისო მრჩეველი საინფორმაციო და საკომუნიკაციო დარგში.

 

  • Ayman Fawaz - ვენჩურული ტექნოლოგიების დირექტორი და Market Discovery Advisor.  Odyssia Systems - ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, Diva Communications - ის თანადამფუძენებელი და ვიცე პრეზიდენტი,  TCSI - ის დირექტორი.  Ayman Fawaz -ს განათლება მიღებული აქვს კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი)

 

  • Amy Peck გამოცდილი კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. ემი აქტიურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს სტარტაპ ეკოსისტემის კვლევასა და შესწავლაში.  2015 წელს დააფუძნა და დღემდე არის კომპანიის EndeavorVR, Spatial Computing Consultants მოქმედი ხელმძღვანელი. კომპანიის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან „ამაზონი“, „ვიზა“, „ტოიოტა“, „US მაკი“ და სხვები. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს. ემი პეკი მუშაობს, როგორც სტარტაპებთან, ასევე - ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.

გამარჯვებულები 2021 წლის 28 სექტემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

 

Share