20.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-09-19  
23:17:13

აგვისტოში სოციალური შემწეობა 622 923 ადამიანმა მიიღო

By: Admin
2021-09-07 16:19:10
204

აგვისტოში საარსებო შემწეობა 622 923 ადამიანმა მიიღო, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, შემწეობის მიმღებ ადამიანთა რაოდენობა 129 835-ით, ხოლო მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით 657 ადამიანით გაიზარდა.

შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2018-2021 წლებში.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, აგვისტოში შემწეობა ქვეყნის მოსახლეობის 14,3%-მა მიიღო. ამასთან, შემწეობა 148 653 ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

რეგიონების მიხედვით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აგვისტოში ასე ნაწილდება:

ქ. თბილისი — 127 538 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 11,4%;
იმერეთი — 80 603 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 15%;
ქვემო ქართლი — 74 163 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 17,5%;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 73 343 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 22,2%;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — 68 153 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 20,3%;
კახეთი — 64 499 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 20,2%;
შიდა ქართლი — 56 393 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 21,3%;
გურია — 26 970 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 23,8%;
სამცხე-ჯავახეთი — 18 626 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 11,6%;
მცხეთა-მთიანეთი — 18 209 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 19,3%;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14 426 ადამიანი; ადგილობრივი მოსახლეობის 45,4%;
რაც შეეხება ბიუჯეტს, აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 42 482 172 ლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე თვეში გაცემულ თანხაზე 51%-ით მეტია. ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საარსებო შემწეობის ბიუჯეტმა 266 444 762 ლარი შეადგინა.

Share