27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
17:48:12

ფლანგვის დეტექტორი - ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 120 მლნ ლარამდე ტენდერები მოიგო

By: Admin
2021-07-16 17:12:30
204

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს „სერპანტინს“ 2020-21 წლებში ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარის შესყიდვები გაუფორმდა.

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, კომპანიის მესაკუთრე ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, რომელიც ამავდროულად ირალი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანია 2000 წელს დაარსდა, თუმცა ტენდერებში 2011 წლიდან დაიწყო მონაწილეობა და მომდევნო 10 წელში, 113 მილიონი ლარის ტენერი მიიღო, ხოლო 6 მილიონზე მეტი - პირდაპირი შესყიდვით.

Share