27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
16:45:19

ივნისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-07-15 17:26:49
204

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

სებ-ის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია.

Share