27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
18:00:48

ნათია თურნავა - ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

By: Admin
2021-06-28 17:09:39
204

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ" ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც  ძალიან კარგი ფაქტია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ" ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.

Share