27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
16:38:28

2020 წელს მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი მილიონერი გახდა

By: Admin
2021-06-24 14:33:30
204

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონზე მეტი ადამიანი მილიონერი გახდა.

ამის შესახებ BBC Credit Suisse-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ღარიბი ადამიანები უფრო ღარიბები გახდნენ, თუმცა მილიონერთა რიცხვი 5.2 მილიონით გაიზარდა და ჯამში დედამიწაზე ახლა 56.1 მილიონი მილიონერია. ასე, 2020 წელს მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის 1% მილიონერი პირველად გახდა.

ეკონომისტისა და ანგარიშის ავტორის, ენტონი შოროკსის თქმით, პანდემიამ მსოფლიო ბაზრებზე ხანმოკლე გავლენა იქონია, თუმცა 2020 წლის ივნისისთვის ეს გავლენა შემცირდა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანების კაპიტალის ზრდას საფონდო ბაზრების აღდგენა და უძრავ ქონების გაძვირებამ შეუწყო ხელი. ანგარიშის ავტორების შეფასებით, ახალი მილიონერების ქონების ზრდა „აბსოლუტურად მოწყვეტილია“ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისგან.

Share