27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
16:57:18

გიორგი კაკაურიძე - არასდროს ვიტყვი, რომ რაღაც ხარჯის ეკონომიკის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ საერთო ჯამში, ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია

By: Admin
2021-06-15 16:38:05
204

არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად თუ შეჯამებულად შევხედავთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დამიჯერეთ, რომ საკმაოდ შემცირებულია,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს" სხდომახე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, წლებია ერთი და იგივე ბიუჯეტი აქვს ამა თუ იმ სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის.

„არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ალბათ ყველგან შეიძლება, დღეს თუ რაღაცაში იხარჯება თანხა, ხვალ შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები დაიხარჯოს, კონკრეტულ მივლინებაში და სხვა. მაგრამ ზოგადად ჯამურად ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და გათვალისწინებულია იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, მათ შორის, სამინისტროების შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხები გათვალისწინებულია ვაკანსიების გამოკლებით და შეზღუდულია ახალი თანამშრომლის აყვანა. უწყებების მიხედვით დაფინანსება წლებია არ გაზრდილა და შესაბამისად ყოველწლიურად კლებადია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

(NS)

Share