27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
16:40:50

სოფელ ართანასა და ფშაველში სარწყავი არხი მოწესრიგდა

By: Admin
2021-06-10 14:14:32
204

საქართველოს მელიორაცია რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს.

ამჯერად სამუშაოები კახეთში, სოფელ ართანისა და  ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე  დასრულდა.

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. 

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად თელავის  მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.  აღდგენილი  არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის   მოსახლეობა ისარგებლებს.

არხის გაწმენდითი სამუშაოები  საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

(NS)

Share