21.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-20  
06:53:08

ეკონომიკის მინისტრი შუქრუთზე - მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება დიალოგის გზით შედგა

By: Admin
2021-06-10 14:12:35
204

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა  შუქრუთელების მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს.

„მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ,  შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.

ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯემენტთან შეთანხმდნენ. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს.

ყველა ჩვენთაგანის საერთო ინტერესია, რომ დაცული იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენი შუქრუთელი თანამოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომი საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები," - განაცხადა მინისტრმა.

(NS)

Share