24.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-20  
07:57:50

სალვადორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარებას გეგმავს

By: Admin
2021-06-07 15:27:24
204

სალვადორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, "დოიჩე ველლე" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ეს ქვეყანა, გახდება პირველი მსოფლიოში, ვინც კანონიერად აღიარა კრიპტოვალუტა.

პრეზიდენტი ნაიბი ბუკელე აცხადებს, რომ კანონპროექტი კონგრესს შაბათს გაუგზავნა.

”მოკლევადიან პერიოდში, ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ათასობით ფინანსური სარგებლის მიღებას”, - აღნიშნა, ბუკელემ.

ცნობისთვის, ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა, რომელიც კერძო საკუთრებაშია და მთავრობებისგან დამოუკიდებლად მუშაობს.

Share