23.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-20  
07:32:35

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს

By: Admin
2021-06-07 11:56:34
204

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის პრესამსახურმა გაავრცელა.

„მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.  „საქართველოს რკინიგზა“  მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

Share