18.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-09-20  
01:16:12

2025 წლისთვის ჩინეთში მილიონერების რაოდენობა გაორმაგდება

By: Admin
2021-05-21 16:45:04
204

HSBC-ის მიხედვით, ჩინეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მილიონერების რაოდენობას გააორმაგებს.

დიდი კაპიტალის მფლობელი ფიზიკური პირების რიცხვი, რომლებიც მინიმუმ 10 მილიონი იუანის (1.55 მილიონი აშშ დოლარი) საინვესტიციო აქტივებს ფლობენ, 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 5 მილიონამდე გაიზრდება, რაც ამჟამინდელ რაოდენობაზე 3 მილიონით მეტია.

ბანკის პროგნოზით, საშუალო კლასი, რომელიც ახლა დაახლოებით 340 მილიონს შეადგენს 45%-ით გაიზრდება და 500 მილიონზე მეტი იქნება.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ეს ტენდენცია დაეხმარება ჩინეთს, რომ თავიდან აიცილოს "საშუალო შემოსავლის მახე" და დაეხმაროს მთავრობის მცდელობებს, გახადოს ეკონომიკა მოხმარებაზე უფრო მეტად ორიენტირებული.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო ქონება სავარაუდოდ, ყოველწლიურად 8.5%-ით გაიზრდება, ხოლო ინვესტიციური აქტივები 2025 წელს 300 ტრილიონ იუანს მიაღწევს. ამ მონაცემების ფონზე, ჩინეთის მოხმარება წელიწადში დაახლოებით $1,1 ტრილიონით გაიზრდება.

თუმცა, გამდიდრებასთან ერთად, ჩინეთში ფენებს შორის უფსკრულიც ფართოვდება. შინამეურნეობების 1%-ი ახლა ჩინეთის სიმდიდრის 30%-ს ფლობს.

Share