23.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-20  
07:18:13

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ

By: Admin
2021-05-19 17:19:30
204

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ, -  ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს, სიცრუეა.

„თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს დასაქმების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტარაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან.

ვერ დაგეთანხმებით, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები აეროპორტში გადასცეს იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ აპლიკანტებთან გამგზავრებამდე. ჩვენ ვაცნობთ იმ სამუშაო შეთავაზებას, რაც იგივე კონტრაქტშია. ვეუბნებით, რომ კონტრაქტში, რომელიც წასვლამდე გადაეცემათ მათ გაწერილია სამუშაო პირობები, ხარჯები, სამუშაო საათების ანაზღაურება. იგივე პირობები იწერება კონტრაქტებშიც. წასვლამდე მათ უტარდებათ წასვლის წინა საორიენტაციო ტრენინგი, სადაც მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია მათი სამუშაო პირობების შესახებ“, - განაცხადა ნინო ველთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

Share