21.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-20  
07:07:51

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

By: Admin
2021-05-12 14:36:18
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 550 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი მოქალაქეების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები  სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

(NS)

Share