33.33 °C თბილისი, საქართველო | 2021-05-13  
16:46:52

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვაქცინირებულ ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ

By: Admin
2021-05-03 16:51:56
204

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ.

ამის შესახებ ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული.

მათივე რეკომენდაციით, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს მათზეც, ვინც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული ვაქცინით არიან აცრილი.

ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭო 4-5 მაისს განიხილავს.

Share