32.33 °C თბილისი, საქართველო | 2021-05-13  
15:55:11

მთავრობამ „რიყის დოქები“ აუქციონზე მეოთხედ გაიტანა

By: Admin
2021-04-30 15:46:29
204

მთავრობამ „რიყის დოქები“ აუქციონზე მეოთხედ გაიტანა, ამჯერად ობიექტზე საწყისი ფასი 23.7 მილიონით ნაკლებია და 47.5 მილიონს შეადგენს.

ახალი აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პირველად „რიყის დოქები“ 2020 წლის 5 თებერვალს გავიდა აუქციონზე და მისი საწყისი ფასი 95 მილიონი იყო. ამის შემდეგ  ეკონომიკის სამინისტრომ  ობიექტი 30 მარტს გაიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. მაშინ ობიექტი 71 250 000 ლარად იყიდებოდა.

Share