32.33 °C თბილისი, საქართველო | 2021-05-13  
15:50:12

2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 73.4%-ით შემცირდა

By: Admin
2021-04-30 13:18:59
204

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 73.4 პროცენტით შემცირდა.

სებ-ის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 91.7 პროცენტი შეადგინა და წლიურად 64.4 პროცენტით დაიკლო.

მათივე ცნობით, საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

„2021 წლის მარტში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-90.3 პროცენტით), სომხეთიდან (-82.8 პროცენტით) და რუსეთიდან (-85.7 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 5.0 პროცენტული პუნქტით აისახა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

Share