33.33 °C თბილისი, საქართველო | 2021-05-13  
16:20:17

თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

By: Admin
2021-04-21 14:56:16
204

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვაჭრობის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რუხსან პეკანის გადაყენების მიზეზი სახელმწიფო ტენდერებში მეუღლის კომპანიის მხარდაჭერა გახდა.

მინისტრის მიერ ქმრის კომპანიის მფარველობის შესახებ ინფორმაცია OdaTV-მ გაავრცელა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაჭრობის სამინისტრომ მინისტრის მეუღლის საკუთრებაში არსებული ორი კომპანიისგან 9 მილიონი ლირის ღირებულების სადეზინფექციო საშუალებები იყიდა.

ვაჭრობის მინისტრმა დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ არჩევანი დაბალი ფასის გამო გააკეთა.

Share