26 °C თბილისი, საქართველო | 2021-05-13  
17:12:49

2020 წელს სიმინდის, კარტოფილისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები გაიზარდა

By: Admin
2021-04-16 17:25:04
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

უწყების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები; გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.2 ტონა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე – 1.9 ტონა, სიმინდის – 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის – 13.2 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 15.2 ტონა/ჰა, კიტრის 13.3 ტონა/ჰა, ხახვის 7.6 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობა და შეადგენს 26.2 ტონას ერთ ჰექტარზე.

Share