11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
00:15:36

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის სახით 65 920 ლარი გაიცა

By: Admin
2021-04-07 16:10:07
204

2020 წელს სახელმწირო რწმუნებულების ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56 370 ლარი, ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის, - აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ მიუღია.

ამასთანავე, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზვიად ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით ჯამში 10 050 ლარი, კახაბერ კობერიძემ კი, 4 000 ლარი მიიღო.

„2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4,297,151 ლარი გაიცა;

ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;

2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში;      

2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში  49,459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს,  თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები;

ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით მიიღო ჯამში 10,050 ლარი, კობერიძემ კი დანამატის სახით - 4,000 ლარი“, - აღნიშნულია „საერთაშორი გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

 

Share