11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
00:11:21

პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

By: Admin
2021-04-07 16:07:37
204

საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს.

„იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას. ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობა ელის.  არსებობენ ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ არის შესული ექსპლუატაციაში, რადგან წლების წინ მშენებლობისას გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გარემოებაა, როგორც სამშენებლო დარღვევების პატიება, სამართლებრივი ტვირთის მოხსნა სამშენებლო კომპანიებზე და უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, ასევე, პასუხისმგებლობის დამძიმება, რაც მომავალში აგვარიდებს ასეთი ტიპის დარღვევებს დედაქალაქის მასშტაბით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან მშენებლობის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ჩვენ უფლებამოსილების განხორციელების დღიდან სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა გავზარდეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.ზოგი სამშენებლო კომპანია პროექტის მიღმა სამუშაოებს ახორციელებს, აკეთებს დაშენებებს. არავის მოსწონს ის, რაც ათეული წლის განმავლობაში ქალაქში ხდებოდა. ჩვენ, ამნისტიის საშუალებით, ასეთ ნაგებობებს ექსპლუატაციაში ვიღებთ, რადგან ამის მიღმაოჯახები დგანან. ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სახით დამძიმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, 2022 წლის პირველი იანვრიდანამოქმედდება და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება.

Share