11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
01:14:44

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

By: Admin
2021-04-07 11:22:24
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, არმან ხოჯოიანთან და სომხური დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ აგრარული მიმართულებით ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. არმან ხოჯოიანმა პანდემიის პირობებში სომხეთის რესპუბლიკაში ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე აგრარული პროდუქციის ექსპორტის და ამ კუთხით ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის და ეტიკეტირების წესის დაცვის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის„საქპატენტი“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არმან ხოჯოიანი ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც იმყოფებოდა, სადაც რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს მხარის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და გამოცდილებას გაეცნო. მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მიმდინარე ვენახების კადასტრის პროგრამის შესახებაც. კადასტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

(NS)

Share