11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
00:14:12

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2021-04-06 14:00:32
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„მოთხოვნამ შეადგინა 45 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.580 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.542 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

Share