12 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-14  
23:07:58

იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს

By: Admin
2021-04-05 15:31:53
204

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ციფრული იენის გამოცდა 2022 წლისთვის იგეგმება.

ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნაზე თითქმის ყოველი განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფო მუშაობს, თუმცა ამ პროცესში ჯერჯერობით ჩინეთი ლიდერობს.

ექსპერტების განცხადებით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვალუტის გაციფრულების პროცესიც გარდაუვალი ხდება.

ციფრულ ვალუტას ცენტრალური ბანკი გამოსცემს, თუმცა მისი ფიზიკური ვერსია არ არსებობს და ტრანზაქციაც მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობების საშუალებითაა შესაძლებელი.  

ამ დროისთვის უცნობია, ჯერჯერობით უცნობია, ციფრული ვალუტის როგორ მოდელს აირჩევს იაპონია და როდის ჩაეშვება ის მიმოქცევაში.

Share