12 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-14  
23:03:53

დედაქალაქის მერია 36 მილიონი ლარის ღირებულების ახალ მიკროავტობუსებს შეიძენს

By: Admin
2021-04-05 15:30:32
204

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 35.9 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს შეიძენს.

ტენდერის მიხედვით, ერთი მიკროავტობუსის სავარაუდო ღირებულება 119,731 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება.

ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ტენდერში წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიის და თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებით, ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს.

Share