11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
00:52:48

2021 წელს გლობალური ეკონომიკა დაახლოებით, 1.3%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-04-03 14:44:12
204

Bloomberg Economics-ის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მეოთხე კვარტლის 1.7%-იან მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.

ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ, მსოფლიოში ჩრდილოეთ ამერიკა და ჩინეთი ლიდერობენ. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში კი, პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება.

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის კლებამ 5.1% შეადგინა. იანვარ-თებერვალში კი ქვეყნის ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდა.

Share