11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
00:49:19

გიგანტური საკონტეინერო გემი, რომელიც სუეცის არხში გაიჭედა, ადგილიდან დაძრეს

By: Admin
2021-03-29 14:43:00
204

გიგანტური საკონტეინერო გემი, რომელიც სუეცის არხში თითქმის 1 კვირა იყო გაჭედილი, ადგილიდან დაძრეს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც სუეცის არხის ადმინისტრაცია აცხადებს, ამ დროისთვის გემის მიმართულება 80%-ით არის გასწორებული.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პატარა ზომის ხომალდებით გიგანტური საკონტეინერო გემის, Ever Given-ის ადგილიდან დაძვრას ცდილობდნენ. წინა ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მესამე მცდელობისას კი გემის ტვირთისგან დაცლა და მისი წონის შემცირება სცადეს, რის შემდეგაც ბუქსირების მეშვეობით მისი დაძვრა მოახერხეს.

სუეცის არხზე მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12% მოდის. სხვა პროდუქტებთან ერთად, 2019 წელს არხით ტრანსპორტირდა 54.1 მლნ ტონა მარცვლეული, 53.5 მლნ ტონა მადნეული და ლითონები, 35.4 მლნ ტონა ნახშირი.

სატვირთო გემის მიერ მართვის კონტროლის დაკარგვამ და არხის ბლოკირებამ მსოფლიო მასშტაბით გადაზიდვების ბლოკირება გამოიწვია.

Share