12 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-14  
23:06:01

2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 132,1 მლნ ლარი შეადგინა

By: Admin
2021-03-22 15:32:28
204

2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,115 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 18,747 მლნ ლარით აღემატება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 100,030 მლნ ლარს, მიმდინარე წლის იანვარში კი 113,368 მლნ ლარს შეადგენდა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ბანკებმა 424,936 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯებმა კი 281,156 მლნ ლარი შეადგინა.

Share