3 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:43:17

რაში შეიძლება გამოიყენო პლანშეტი?

By: Admin
2021-02-23 14:40:42
204

პლანშეტი ძალიან მალევე  გახდა პოპულარული დღევანდელ რეალობაში, თუმცა ჩნდება კითხვა რა დანიშნულებისათვის შეიძლება გამოიყენო პლანშეტი და რატომ არის  მოთხოვნადი?

1. პლანშეტი მოსახერხებელია, როგორც ელექტრონული წიგნი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ირწმუნება ტაბლეტის ეკრანზე კითხვა არ არის მისაზნშეწონილი, შევადაროთ სპეციალურ მოწყობილობებში წაკითხვას, რომელიც დაფუძნებულია ელექტრონულ მელანზე და მათზე ტექსტი არც ისეთი ნათელია, PDF, კომიქსები და გრძელი სტატიები განსაკუთრებით კარგად და მოსახერხებლად იკითხება ნათელ ეკრანზე. საბავშვო წიგნების შემთხვევაში კი გამოსახულებები ერთმნიშვნელოვნად ტაბლეტში უფრო ნათლად ჩანს.

2. თვითორგანიზება

გრაფიკის შექმნა, ამოცანების და გეგმების განაწილება, ელექტრონული ფოსტით მუშაობა დიდი პლანშეტის ეკრანზე ძალიან მოსახერხებელია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენს ტელეფონებს, სულ მცირე, პირადი ასისტენტის მოვალეობა აკისრია, ამ სფეროში პლანშეტი მაინც მოწინავე პოზიციებზე გახლავთ.

3. პლანშეტი უკეთესია ვიდრე მოძველებული ლეპტოპი

თუ თქვენთვის მთავარი ამოცანა ბევრი ტექსტის აკრეფა არ არის, გაქვთ შესაძლებლობა დატკბეთ  უახლესი აპლიკაციებითა და თამაშებით, რასაც ლეპტოპის მოძველებული მოდელები ვერ გაწვდება.
 

4. შეხვედრები

შეხვედრებზე ჩანიშვნების საკეთებლად, თუ მარტივი პრეზენტაციების საჩვენებლად პლანშეტი ძალიან მოსახერხებელია, პირველ რიგში ზომის გამო, მისი ტარება და მზადყოფნაში მოყვანა ბერად მარტივია ვიდრე ყველა სხვა მოწყობილობის.

5. ტაბით მოსახერხებელია ფოტოების გაზიარება

პლანშეტით ფოტოების ჩვენება ძალზედ მარტივი და მოსახერხებელია. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით მოეწონებათ უძრავი ქონების აგენტებს, ვისაც ხშირად სჭირდება ფოტოების მარტივად ჩვენება და გაზიარება. ზოგიერთი პლანშეტის ფუნქციონალში კარგი ფოთო-კამერაც შედის და შეძლებთ  ასევე კარგი ფოტოები გადაიღოთ.

6. პლანშეტი შესანიშნავია ფილმებისა და მუსიკისთვის

მოგზაურობისას გამორჩეულად გჭირდებათ თავი რამით გაირთოთ ან პატარა ბავშვს გაუმარტივოთ დროის გაყვანა, ამ დროს პლანშეტი შეუდარებელია, რადგან მარტივად გაძლებვთ წვდომას ფილმებსა და მუსიკაზე.დიდი და დამღლელი ფრენის დროს პლანშეტი არის თქვენი კარგი მეგობარი.

ტელეფონსა და ლეპტოპს შორის მდგომი ეს შეუდარებელი გაჯეტი, შესაფერისი მიზნების შემთხვევაში, ნამდვილად არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს.პლანშეტი  იძლევა საშუალებას დაგეგმოთ და შეასრულოთ მარტივი დავალებები, დასვენების  დროსაც თქვენი თანამგზავრი იქნება, ყველაფერთან ერთად ლეპტოპი ბევრად ძვირი გახლავთ.

(R)

Share