3 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:39:57

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2021-02-23 13:58:14
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას ეროცნული ბანკი ავრცელებს.

„აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950% პროცენტით, მაქსიმალური 8.065 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.020 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“ - აცხადებენ სებ-ში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share