3 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:36:35

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზაფხულის გატარებას ბათუმში გეგმავთ?

By: Admin
2021-02-22 18:32:07
204

გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან ერთად ვიწყებთ ჩვენი მოლოდინების გამოღვიძებასაც, უკვე ვფიქრობთ ზაფხულის შვებულებაზე და ვიწყებთ მის დაგეგმვას. პანდემიიდან გამომდინარე, წელს რთულია იმის თქმა როდის გაიხსნება ქვეყნის საზღვრები და რამდენად გამარტივებული იქნება მოგზაურობა, ამიტომ ბევრი ადამიანი ორიენტირად საქართველოში დასვენებას იღებს.

როგორც წესი, ზაფხული ჩვენი საუკეთესო მოგონებების პერიოდია, შესაბამისად ყველას სურს მისი კარგად გატარება, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გასათვალისწინებელია, რადგან შეიძლება უამრავი მცირე ხარვეზი შეგექმნათ თუ თავის დროზე არ მოემზადეთ. ზაფხულში უმეტესი მხიარულების ადგილი ხომ ბათუმია და თუ თქვენც გული იქით მიგიწევთ, დიდი ალბათობით მოუთმენლად ელოდებით მის დადგომას და შეიძლება უკვე მომზადებასაც იწყებდეთ, რადგან თითოეული გასათვალისწინებელი დეტალი გაახლოებთ დათქმულ ადგილს და უფრო მეტად ხელშესახები ხდება თქვენთვის ზაფხულის არდადეგები.

შეიძლება ჯერ არც დაგიწყიათ მზადება, უბრალოდ ფიქრის დონეზე გსურთ ბათუმში დასვენება და გადაწყვეტილება ჯერ არ მიგიღიათ, ან შეიძლება არც გეგმავდეთ იქ დასვენებას, თუმცა მოულედნოლეად მიღებული გადაწყვეტილებით ექსპრომტად თავი ამოყოთ, მაინც მოგიწევთ სხვადასხვა დეტალზე ზრუნვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ დაუგეგმავათ ესტუმრებით, შეიძლება თქვენზე მორგებული ბინები ბათუმში რთულად მოსაძიებელი იყოს, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, ადამიანები გაზაფხულზე უკვე უდგებიან ზაფხულის სამზადისს, აგროვებენ თანხას, იწყებენ ვარჯიშსა და სწორ კვებას, მენეჯერთან წინასწარ ათანხმებენ შვებულების პერიოდს, უთანხმდებიან ოჯახის წევრებსაც და თვალს ადევნებენ ბინების ფასებსა და მდგომარებას. სტატიაში გაგაცნობთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ ზაფხულის გატარება ბათუმში გაქვთ გადაწყვეტილი ან უბრალოდ ჯერ არ იცით რომ იქ გსურთ წასვლა.

თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ზაფხულის ბათუმის პლაჟზე გატარება და ზღვის ხმა ზამთარში უკვე ყურში ჩაგესმით, დიდი ალბათობით ძალიან მალე უკვე დაიწყებთ მზადებას ზაფხულის დასახვედრად თუ ჯერ არ დაგიწყიათ. ყველაზე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ვისთან ერთად მიდიხართ, რის შემდეგაც სწორად გაანაწილეთ რისი გაკეთება გსურთ - მთელი დღის სანაპიროზე გატარება, მზის ჩასვლისას ბულვარში გასეირნება, შუა ღამის ბათუმის სილამაზის აღმოჩენა და თუ ყველაფერი ერთად. ამის შემდეგ გაანაწილეთ პრიორიტეტები და დაგეგმეთ სავარაუდო თანხა, რის მოგროვებასაც თუ ახლავე დაიწყებთ საკმაოდ კარგი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ სად დარჩებით, ბინები ბათუმში საკმაოდ ბევრია, ფასი კი დამოკიდებული მდგომარეობასა და ადგილზეა. ზაფხულის დადგომასთან ერთად შეგიძლიათ თვალი ადევნეთ ვებ გვერდს dgiurad.ge, სადაც ნახავთ ადილს, მდგომარეობას და ფასების დინამიკას.

თუ მოულოდნელი გადაწყვეტილებები თქვენი ცხოვრების სტილია, ყოველ ზაფხულს არსებობს იმის ალბათობა, რომ ბათუმს ესტუმროთ და რა თქმა უნდა, არც ეს ზაფხული იქნება გამონაკლისი. თუ ისე მოხდა, რომ დაუგეგმავად ესტუმრეთ, ყველაზე მთავარია განსაზღვროთ რა პერიოდით გსურთ დარჩენა. ასეთ დროს, უმეტესად, რაიმე კონკრეტული მიზეზი გვაქვს ხოლმე, ამიტომ ჩამოაყალიბეთ რის გამო ხართ და მის გარდა რისი გაკეთება შეგიძლიათ. ასევე, მნიშვნელოვანი დეტალია სახლი, რომლის მოძიებაც შეიძლება გაგიჭირდეთ და არაკომფორტული იყოს თუ კარდაკარ დაიწყებთ ჩამოვლას. Dgiurad.ge-ზე შეგიძლიათ აარჩიოთ რეალურ დროში არსებული ბინები ბათუმში სასურველი მდგომარეობითა და ფასით.

 

(R)

Share