5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:26:25

რატომ არის იპოთეკური სესხი გრძელვადიანად მომგებიანი

By: Admin
2021-02-22 16:24:53
204

ყოველდღიუერად დატვირთული ვართ სხვადასხვა ინფორმაციით, რაც ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღებისას მერყეობას იწვევს. ასეთ დროს აუცილებელია გამოვყოთ დრო საკუთარი თვისთვის, დავფიქრდეთ და გავიგოთ რეალურად რა გვსურს. განსაკუთრებით რთულია თუკი ისეთი მნიშვნელოვან საკითხის შესახებ გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ უამრავი ცვლადი, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ და შესაბამისი ყურადღება ჩვენი ცხოვრების „მუდმივებს“ დავუთმოთ, რადგან გადაწვყეტილების მიღებაზე, როგორც წესი, ზუსტად ეს ფაქტორები მოქმედებს. ასეთი მოვლენა შეიძლება იყოს ხელის თხოვნა, რომელსაც შემდეგ ქორწილი და ერთად თანაცხოვრება მოსდევს, ან სულაც მარტო ცხოვრების გადაწყვეტილება, როდესაც ოჯახისგან დამოუკიდებლად იწყებთ ცხოვრებას, შეიძლება თქვენი საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ, რაც დიდ ფინანსურ, დროის და სოციალურ რესურსს მოიცავს. ყველა ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანია და ერთგვარად რისკიანიც, განსაკუთრებით მაშინ თუ პირველად აკეთებთ, თუმცა ხშირად მთავარი დაბრკოლება ჩვენი ფინანსური რესურსები იყოს, რომელიც შეიძლება სტაბილური, თუმცა დროის კონკრეტულ მომენტში არასაკმარისი იყოს. ამ დროს სხვადასხვა ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი, თუმცა საუკეთესო ალტერნატივა შეიძლება იპოთეკური სესხი იყოს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხები, ადამიანთა უმეტეს ნაწილს კი სიცოცხლის განმავლობაში ერთზე ბევრად მეტჯერ უწევს მათი გამოყენება. იპოთეკური სესხი განსაკუთრებული სესხია, რომელიც გაიცემა მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფის პირობით და არის გრძელვადიანი. მარტივი მაგალითია დაოჯახება - დღესდღეობით წყვილების უმეტესობას, ვისაც ჯერ არ აქვს საკუთარი უძრავი ქონება, იღებს იპოთეკური სესხს ბინის საყიდლად მშობლის სახლის თავდებში ჩადებით და ქმნის ნიადაგს მათი ერთობლივი მომავლისთვის, რადგან სახლის ქონა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ამბავია.

იპოთეკური სესხის მთავარი მახასიათებელი, მისი მიზნობრიობაა: კრედიტის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც თქვენი მიზანი უძრავი ქონების შეძენაა. იპოთეკური სესხი საკმაოდ მოსახერხებელია, თუკი მუდმივი შემოსავალი გაქვთ და შეძლებთ სესხის დაფარვას დადგენილი ხელშეკრულების მიხედვით კონკრეტულ პერიოდში. თუ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილი გაქვთ იპოთეკური სესხის აღება, მნიშვნელოვანია გაიაზროთ ვალდებულებები, რომლის შესრულებაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოგიწევთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, შემოსავალი რამდენად სტაბილური და გრძელვადიანია, რა რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ და რა მოხდება გადაუხდელობის შემთხვევაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის პირობებია რომელსაც ბანკი გთავაზობთ კონკრეტული რაოდენობის თანხაზე, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცანით ყველა შემოთავაზებას, საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ საკუთარი პირობები, გახსოვდეთ ყოველი მოლაპარაკება ორმხრივია, რომელიც ორივე მხარეს სარგებელს აძლევს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი კარგად გაეცანით ხელშეკრულებას, შეამოწმეთ გადახდის გრაფიკი რამდენად მისაღებია, შეარჩიეთ თანხის განაწილების ყველაზე კომფორტული გზა და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში აუცილებლად დასვით ის ბანკის წარმომადგენელთან, რათა სწორი ინფორმაცია გქონდეთ და არაფერი იყოს ბუნდოვანი. გაითვალისწინეთ, აუცილებელია ფლობდეთ სწორ ინფორმაციას, რათა მომავალში რაიმე სახის ხარვეზს არ ჰქონდეს ადგილი, რაც რამდენადად თქვენთვისაა კარგი, იმდენად არის ბანკისთვის, რადგან ხელშეკრულების დარღვევა მათ ინტერესებში არ შედის, შესაბამისად მაქსიმალურად თქვენზე მორგებული შეთავაზება აირჩიეთ. ხელის მოწერის შემდეგ კი თქვენზეა დამოკიდებული განსაზღვრულ დროში აღებული ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულოთ.

(R)

Share