5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:23:33

რა უნდა გაითვალისწინოთ მაცივრის შეძენისას

By: Admin
2021-02-22 16:16:16
204

ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს სხვადასხვა სახის ნივთებს, რასაც ხშირად შეიძლება არც კი ვიაზრებდეთ. ამ საუკუნეში მოსახლეობის აბსულუტური უმრავლესობა იყენებს სხვადასხვა სახის ტექნიკას, რომელიც აღარ არის ფუფუნების საგანი და უკვე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. არსებობს ისეთი ნივთები, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენზე, რის გამოც შეიძლება რაღაც კუთხით სახიფატოც იყოს მასზე დამოიდებულება. თუმცა არსებობს ისეთი საგნებიც, რომლებიც განკუთვნილია ჩვენი ყოველდღიურობისთვის, არ ახდენს უარყოფით გავლენას მისი ხშირი მოხმარება და ერთგვარ ოჯახის წევრებადაც ითვლებიან. ასეთია მაცივარი, რაც როგორც წესი, ყველაზე სასურველი, აუცილებელი და კომფორტული ნივთია ჩვენს სახლში. მაცივრები შეიქმნა მისი აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა შესაძლებლობა გვქონოდა მალფუჭებადი საკვები დიდი ხნით შეგვენახა, რაც რაღაც კუთხით მოაგვარებდა შიმშილის პრობლემას, რადგან საჭმელი უფრო იშვიათად გაფუჭდებოდა, რაც გამოიწვევდა იმას რომ, დახლებზე ყოველთვის იქნებოდა პროდუქტი და უფრო ნაკლებად შეიქმნებოდა დეფიციტი.

დღესდღეისობით უკვე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს - არსებობს სხვადასხვა ტიპის მაცივრები და დროის გასვლასთან ერთად, უფრო მეტად ჩვენზე მორგებული, უსაფრთხო და კომფორტული ხდებიან ისინი. თუ უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილი გაქვთ ახალი მაცივრის შეძენა, სჯობს კარგად დაფიქრდეთ როგორი ტიპის გსურთ, რადგან ის სწორედ ისეთი ნივთია, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს დარჩება თქვენს სახლში.

ყველაზე მთავარი დეტალი მაცივრის ტევადობაა, რაც უმეტესად მის ფასზეც მეტყველებს, შესაბამისად თუ მარტო ცხოვრობთ, შესაძლებელია არც ისეთი დიდი მაცივარი გჭირდებოდეთ, როგორსაც ფიქრობთ, ხოლო თუკი უკვე ოჯახი გაქვთ, პატარა მაცივარი ნამდვილად პრობლემების წყარო იქნება. არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი, SIDE-BY-SIDE და ღვინის მაცივრები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.  ერთკამერიან მაცივრებში გაერთიანებულია საყინულე და მაცივრის განყოფილება და ორივეს ერთი კარი აქვს. ორკამერიან მაცივრებში საყინულეს განყოფილებას დამატებით თავისი კარი აქვს. მათ შორის ორი მთავარი განსხვავებაა: 1. საყინულის ზომაა - როგორც წესი, ორკარიან მაცივარში საყინულის განყოფილებას უფრო დიდი სივრცე აქვს, 2. ორკამერიანი მაცივრის ერთი კარის გაღებისას მეორეში არ ირღვევა ტემპერატურის დონე და იზოგება ელექტროენერგია. შესაბამისად განსხვავება აისახება ფასშიც. ღვინის მაცივრები განკუთვნილია სპეციალურად მხოლოდ ღვინის შენახვისთვის, სადაც ბოთლები განთავსებულია ჰორიზონტალურად და განსხვავდება ზომებით. SIDE-BY-SIDE ტიპის მაცივრები უმეტესად ამერიკული წარმოებისაა, რომელშიც მაცივრისა და საყინულე განყოფილებები გვერდიგვერდ არის განლაგებული.

მაცივრები განსხვავდება ფუნქციებითაც - თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიის განვითარებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ მაცივრები უკვე ჭკვიანი მოწყობებითაა აღჭურვილი, რაც საკმაოდ აიოლებს ცხოვრებას და ძალიან კომფორტულია.

ასევე, ყველაზე გავრცელებულია ორი ტიპის მაცივარი - ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი. არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ჩასაშებელი მაცივარი საკმაოდ კომფორტულია, არ იკავებს დიდ სივრცეს და კარგად ერწყმის საერთო დიზაინს, თუმცა ცალკე მდგომი მაცივართან შედარებით უფრო ძვირის ღირს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მაცივარი ისაა, რაც საკმაოდ დიდი ხანი დაიდებს ჩვენს ოჯახში ბინას, ამიტომ აუცილებლად განსაზღვრეთ როგორი ტიპის ადამიანი ხართ თქვენ, დაახლოებით რა თანხის ფარგლებში ეძებთ მაცივარს და ყველაზე მეტად როგორი ტიპის მაცივარი შეგეფერებათ.

(R)

Share