5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:20:14

რატომ უნდა დაგეგმოთ სწორად თქვენი ფინანსები?

By: Admin
2021-02-22 16:19:22
204

გსმენიათ ალბათ უკვე, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო, თუმცა გარკვეულწილად მაინც შესაძლებელია პატარა ბედნიერებების ყიდვა. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ერთმანეთში ურთიერთობები წამოიწყეს, გაჩნდა ვაჭრობის საჭიროებაც, რასაც თავდაპირველად მოსავლით აწარმოებდნენ, თუმცა მოგვიანებით შეიქმნა ფული, უნიკალური სიდიდე, რასაც შეუძლია გაზომოს ნივთის ღირებულება და უფრო მარტივია ვაჭორბისთვის. მას შემდეგ საუკენეების განმვალობაში და ახლაც, ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებული სწორედ ჩვენს მოგროვილ კაპიტალზეა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად გაჩნდა უამრავი ფუფუნებისა თუ გასართობი საგანი, დღეს აღარ გვჭირდება მხოლოდ გადარჩენისთვის საკმარისი ნივთები, უფრო გავთამამდით და ბევრად მეტი გვესაჭიროება, ვიდრე აქამდე. ამის მიუხედავად, მაინც საჭიროა სწორად შეაფასო შენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა და გონივრულად დაგეგმო მომავალი, რადგან ფულის დახარჯვა ყველაზე მარტივი საქმეა რისი გაკეთებაც შეგიძლია, თუმცა მისი გამომუშავება უკვე შენს უამრავ უნარზე და დროზეა დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელი ხდება მარტივი ბუღალტერია ყოველდღიურად გამოვიყენოთ, რათა არ ვიზარალოთ და მშვიდად ვიყოთ.

უფრო ფართო მასშტაბის, თუმცა იმავე მოცემულობაა ბიზნესში - აუცილებელია სათანადო ყურადღების დათმობა კომპანიის ფინანსებისთვის, რათა წაგებაში არ დარჩეთ. ფინანსების კონტროლით არამხოლოდ განსაზღვრავთ ამ ეტაპზე მოგებაში ხართ თუ არა, არამედ შეძლებთ სწორად გაანაწილოთ რესურსები და თუ მუდმივად მის პულსზე გექნება ხელი სწორად განსაღვრავთ მომავალ ტენდენციებს, რაც უფრო მეტად დაგეხმარებათ რესურსების ოპტიმიზაციაში.

ბუღალტერია თავის მხრივ ერთგვარი კომპლექსური საკითხია, რომლის მოგვარება ჯობს პროფესიონალს მიანდოთ, თქვენ კი პერიოდული რეპორტების საშუალებით თვალი ადევნოთ დინამიკას. ფინანსური ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ბუღალტერი მას გაზომავს, შეადარებს წინა პერიოდებს, დაამუშავებს ისე, რომ სწორად ფორმულირებული და აღქმადი იყოს, გამოგიგზავნით და საჭიროების შემთხვევაში დაურთავს კომენტარებსა თუ რჩევებს, რაც გეხმარებათ უკეთ დაგეგმვაში.

სისტემატიზაცია ბუღალტერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, ის არ უნდა იყოს ქაოტური და რთულად გასაგები, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყოველ გასათვალისწინებელ დეტალს და ჰქონდეს ერთიანი სახე. ბუღალტერია ხშირად ასოცირდება მხოლოდ ციფრებთან, თუმცა კარგი ბუღალტერი ამით არ დაკმაყოფილდება და რადგანაც ბუღალტერიის სწორად წარმოება ერთგვარი ხელსაწყოა მენეჯერული თუ სხვა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, ის ეცდება გავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე და ოპტიმალურად დაგეგმოს სამომავლო გეგმები, რაც ყოველი მენეჯერისთვის ერთგვარი ფუფუნება შეიძლება იყოს.

ადამიანისა თუ კომპანიის ყოველდღიურობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გასათვალისწინებელი დეტალია ფინანსებისა და ბუღალტერიის კანონიერ ჩარჩოში წარმოება. ადამიანის დონეზე საკმაოდ მარტივია ფინანსების განაწილება, რადგან ზუსტად იცით შემცირებულია მარტივ დათვლამდე ვალდებულებები და უმეტესად იცით შემოსავლები, კომპანიი შემთხვევაში ცოტა უფრო რთული შეიძლება იყოს, ამიტომ თუ კარგად ვერ ერკვევით ბუღალტერიაში და სანდო ადამიანს არ აქვს ჩაბარებული, შეიძლება ძალიან დიდ პრობლემებშიც კი გაეხვეთ. შესაბამისად, სასურველია ბუღალტერიის მოწესრიგება თქვენი უპირველესი პრიორიტეტი იყოს, მეტი ყურადღება დაუთმოთ მას და გაიღოთ შესაბამისი რესურსი, რათა ეს საკითხი დალაგებული გქონდეთ. ჩადეთ მეტი დრო და რესურსი კადრი კადრისა თუ ბუღალტრული კომპანიის მოძიებასა და თანამშრომლობაში, ამით არასდროს ინანებთ და გრძელვადიან პერსპექტივაშიც იმაზე მეტს მიიღებთ, რა მოლოდინებიც შეიძლება გქონდეთ.

(R)

Share