5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
00:33:39

ბიზნესსექტორი შეზღუდვების მოხსნასა და ხელისუფლებისგან პანდემიით დაზარალებული სექტორის დახმარებას ითხოვს

By: Admin
2021-02-22 13:09:32
204

ბიზნესსექტორი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს - აღნიშნულის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბიზნესის წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილს შესაბამისი წერილით მიმართეს და დაზარალებული სექტორი დახმარება მოითხოვეს.

„პირველი არის მნიშვნელოვანი ზამთრის კურორტების გახსნა. გახსნა უნდა მოხდეს არა პირობებით არამედ იქ არსებული ინფრასტრუქტურის მიერ რეგულაციების დაცვით, უნდა გაიხსნას მკაცრი რეგულაციების ფარგლებში. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და ასევე შაბათ-კვირას შეზღუდვების მოხსნა.

უნდა გაგრძელდეს კომენდატის საათიც, ეს რაც უფრო ადრე მოხდება ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაძლებლობას რომ ჩვენ ეს დამუხრუჭებულ, განადგურებულ და ლიკვიდაციის წინაშე მყოფ ბიზნესს სუნთქვას შევმატებთ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share