5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
01:08:27

ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-02-20 10:49:31
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა.

მისი თქმით, სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით გაიზარდა,  ვიდრე 2019 წელს.

„საგარეო ვაჭრობა დაღმასვლით ხასიათდებოდა, რადგან მთლიანად გლობალური ვაჭრობაც არის სერიოზულად შემცირებული. ჩვენ შემცირებული გვაქვს 2020 წელს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. თავისთავად კარგია,  რომ ექსპორტის შემცირების ტემპი იყო გაცილებით ნაკლები,  ვიდრე იმპორტის შემცირება. ამან მოგვცა საშუალება,  რომ 2020 წელს გაუმჯობესებულიყო ჩვენი სავაჭრო დეფიციტი. დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით,  ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით გვაქვს 3.5%-იანი ზრდა“,  - განაცხადა ნათია თურნავა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share