5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
00:26:27

2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 20,4 პროცენტამდე გაიზარდა

By: Admin
2021-02-19 11:36:54
204

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ანგარიშს საქსტატი აქვეყნებს.

„2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.0 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share